17:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 13:40:03, 721 ნახვა

სამხედრო
იზორია: არც ერთ მეზობელს საფუძველი არ აქვს ნატო-საქართველოს წვრთნებში საფრთხე დაინახოს

მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ "ნატო-საქართველოს სწავლება" რეგიონალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას ემსახურება, ამიტომ არც ერთ მეზობელს საფუძველი არ აქვს ამ წვრთნებში საფრთხე დაინახოს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია.

„ჩვენ ასეთი ტიპის წვრთნებს მომავალშიც გავაგრძელებთ სწორედ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”, - განაცხადა ლევან იზორიამ.

"ნატო-საქართველოს სწავლება 2016” აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწავლების ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციებს დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ.

ცნობისთვის, დღეს სწავლების მიმდინარეობის გასაცნობად “ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს” 130-ზე მეტი მაღალი დონის წარმომადგენლისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ნატო-ს "მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT,) “ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის” (Landcom), “ნატო-ს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის” (JFTC) და ნატოს ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად ეწვევნენ. სწავლების მიმდინარეობას საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების (“ევროკავშირი”, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი”) და სამხედრო საზოგადოების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics