10:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 11:59:37, 2355 ნახვა

მსოფლიო
მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე კენჭისყრას მეოთხე ვადით აპირებს

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე კენჭისყრას მეოთხე ვადით აპირებს, - ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნორბერტ რეტგენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მედიის ცნობით, ნორბერტ რეტგენი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრია, რომელსაც ანგელა მერკელი ხელმძღვანელობს.

“ის კანცლერის თანამდებობაზე კენჭს იყრის. ის მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის გაძლიერებაში. თუმცა მან ეს მარტო არ უნდა გააკეთოს”, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისივე განმარტებით, მერკელს დასავლეთის დახმარება სჭირდება.

ბოლო თვეების განმავლობაში მიგრაციული კრიზისისა და ქვეყანაში მომხდარი თავდასხმების გამო, ანგელა მერკელის რეიტინგი შემცირდა. სექტემბერში გერმანიის რეგიონულ არჩევნებში მერკელის პარტია ანტიიმიგრაციულმა პარტიამ დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics