|
2016-11-15 14:47:33, 1061 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა მოკლე დროში ჩამოყალიბდება
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ლარის კურსის ცვალებადობა, რომელიც, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, პრიორიტეტული თემაა, რომელზე ზრუნვაც ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. "ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება საქართველოს მთავრობასთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. გიორგი მარგველაშვილი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემის გადასაჭრელად კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც პრეზიდენტი მიესალმება. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს საჭიროა სწრაფი, ეფექტიანი და ზოგჯერ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც კი, იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ შეექმნას",- განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, რიგი კომპლექსური ზომების გატარებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)