10:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 18:02:09, 2227 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ თანამდებობა დატოვა.

შესაბამისი განცხადება მან FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

დეკანოიძის თქმით, მან მთავარი მოახერხა და ისეთი პოლიცია შექმნა, რომელსაც უკრაინელები ენდობიან.

„თუმცა მიუხედავად ამისა, სამართალდამცავ ოგანოებში კორუფცია არ აღმოიფხვრა“, - აცხადებს დეკანოიძე. მისივე თქმით, მან ყველა საფუძველი ჩადო იმისთვის, რომ მომავალში კორუფცია აღმოიფხვრას.

„საკუთარი ფუნქცია შევასრულე. უფლებამოსილება და ნება არ მყოფნის იმისთვის, რომ პოლიციაში უფრო მეტი რეფორმები გავატარო“, - წერს დეკანოიძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ, აუცილებელია, უმოკლეს ვადაში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი დანიშნონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics