10:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 20:09:40, 2487 ნახვა

მსოფლიო
„აგენტები და მოღალატეები“ - ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა 40 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყში, ქალაქ მოსულში 40 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც ღალატსა და ერაყის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს, ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, რაად ალ-ჰუსეინის მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფო“ მოსულში 40 ადამიანს გაუსწორდა. 

მისივე თქმით, ტყვეებს ნარინჯისფერი სამოსი ჩააცვეს, წარწერით „მოღალატეები და აგენტები“, ხოლო მათი ცხედრები ქალაქის სხვადასხვა რაიონში ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებზე ჩამოკიდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics