07:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 13:09:15, 1997 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში: პუტინმა ამერიკის არჩევნებზე დიდი გავლენა მოახდინა

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის მაიკლ მაქფოლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდნეტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი გავლენა მოახდინა, - ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

"პუტინი ჩვენ არჩევნებში წარმეტბულად ჩაერია. ყოჩაღ", - წერს დიპლომატი.

ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ ყოფილმა ელჩმა აღნიშნული პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.

აღნიშნულ განცხადებას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენილი მარია ზახაროვა გამოეხმაურა.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ობამას ადმინისტრაციამ "მაქფოები" ქვეყნის მმართველებად დანიშნა და აშშ-ის მართვა ანდო.

"ობამას ადმინისტრაციამ, ანდო "მაქფოებს" წამყვანი თანამდებობები და ქვეყნის მართვა, როდესაც სიტუაცია აირია, ყველა პრობლემა რუსეთს დააბრალა. დაიწყეს ყვირილი, რომ ყველაფერში დამნაშავე მოსკოვია", - განაცხადა სახაროვამ.

მედიის ცნობით, აშშ-ის სპეცსამსახურები არაერთხელ ამბობდნენ, რომ რუსეთი მხარს დონალდ ტრამპს უჭერს.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ აღნიშნული ბლრადებები მხოლოდ და მხოლოდ სოზაგადოებრივი აზრის მანიპულაცია და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია.

ამასთან, პუტინის განცხადებით, რუსეთი აშშ-ის ნებიმისერ პრეზიდენტთან ითანამშრომლებს, რომელსაც ხალხი აირჩევს.

ცნობისთვის, სხვადასხვა მედია საშუალებები ამერიკის სპეცსამსახურებზე დაყრდნობიტ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჰილარი კლინტონის პირად ინფორმაციებზე წვდომა რუს ჰაკერებს ჰქონდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics