03:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 16:58:12, 2204 ნახვა

მსოფლიო
რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება

რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  რუსეთის სახელმწიფო დუმამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმების რატიფიცირება დღეს მოახდინა.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი მოსკოვში, 2015 წლის 21 ნოემბერს მოეწერა.

"შეთანხმების" თანახმად, გაერთიანებული დაჯგუფების მთავარი ამოცანაა „შეიარაღებულ თავდასხმაზე (აგრესიაზე) ადეკვატური რეაგირება, ნებისმიერი ქვეყნის მიმართ“.

რატიფიცირების შემთხვევაში, გაერთიანებულ დაჯგუფებაში ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა, ორი აფხაზური მოტომსროლელი ბატალიონი, საავიაციო და საარტილერიო ჯგუფები, ასევე სპეცდანიშნულების ძალების ქვედანაყოფი შევა.

როგორც მედია საშუალება წერს, დაჯგუფებას რუსული საოკუპაციო ბაზის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

ამასთან, ცნობილია, რომ საფრთხის შემთხვევაში ან საომარი მოქმედებების დროს, ოკუპირებული აფხაზეთის დანაყოფი რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში იქნება.

"დოკუმენტის რატიფიცირება რუსეთის ინტერესებს პასუხობს, ხელს უწყობს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას უჭერს მხარს", - ნათქვამია განმარტებაში.

გარდა ამისა, დღეს რუსეთის დუმამ კიდევ ერთი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის თანახმადაც ორივე მხარე ერთამენთს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში დაეხმარებიან.

რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერის ირინა იაროვაიას განცხადებით, აღნიშნული შეთანხმებები რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

"თავდაცვა, თანამშრომლობა, პარტნიორობა არის რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების ძირითადი არსი. ჩვენ გვახსოვს აფხაზეთის მიმართ დიდი აგრესია და ძალადობა, ამიტომ დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და უსაფრთხოება ამ რეგიონში", - განაცხადა დუმის სპიკერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics