03:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 11:33:41, 2047 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიაში რელიგიური ცერემონიალის დროს გამოქვაბული ჩამოინგრა - გარდაცვლილია 10 ადამიანი

ცენტრალურ ბრაზილიაში რელიგიური ცერემონიალის დროს გამოქვაბული ჩამოინგრა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ტოკანტინსის შტატის ქალაქ სანტა-მარიას მახლობლად მოხდა. ათობით მორწმუნე კასა და პედრას გამოქვაბულში შეიკრიბა ყველა წმინდანის დღის აღსანიშნავად. შეკრებვის დროს, გამოქვაბულის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ადამიანების ნაწილი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა მოყოლილი.

მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics