22:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 11:57:25, 2205 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი სირიაში სკოლის დაბომბვაზე პასუხისმგებლობას მოსკოვსა და დამასკოს აკისრებს

საფრანგეთი სირიაში იდლიბის პროვინციაში სკოლაზე განხორციელებულ ავიაიერიშზე პასუხისმგებლობას მოსკოვსა და დამასკოს აკისრებს, - ამის შესახებსააგენტო Reuters-ი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ჟან-მარკ ერომზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც საფრანგეთის საგარეო მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციას სკოლების დაბომბვის რესურსი არ გააჩნია.

“ვინ აგებს პასუხს? ნებისმიერ შემთხვევაში, არა ოპოზიცია, იმიტომ რომ ბომბების ჩამოსაყრელად თვითმფრინავებია საჭირო. ეს ან ასადის რეჟიმია ან რუსები. ეს ამ ომის საშინელებების კიდევ ერთი დემონსტრაციაა”, - განაცხადა ჟან-მარკ ერომმა.

რუსეთის  მხარემ ავიადარტყმასთან კავშირი კატეგორიულად უარყო.

შეგახსენებთ, რომ Unicef-ის ინფორმაციით, სირიაში იდლიბის პროვინციაში სკოლაზე ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 11 ოქტომბრიდან სირიაში დარტყმები 5 სკოლაზე განხორციელდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics