22:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 09:24:07, 2182 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში ორი საათის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ CNN იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, პირველი მიწისქვეშა ბიძგები, რომლის სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდ, მაჩერატას პროვინციაში დაფიქსირდა.

მოგვიანებით  კიდევ 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან აღმოსავლეთით, 68 კილომეტრში მდებარეობდა.

BBC-ს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქ რომშიც იგრძნობოდა.

სტიქიის შედეგად დანგრეულია რამდენიმე შენობა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

როგორც მედია საშუალება ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა მხოლოდ ოთხმა მათგანმა მიიღო სერიოზული ტრავმები. გარდაცვლილების შესახებ იფნორმაცია არ ვრცელდება.

CNN-ის ცნობით, უმბრიას რეგიონის ქალაქ კამპოში მე-15 საუკუნის ეკლესიაა დანგრეულია, რომელიც აგვისტოში მომხდარმა მიწისძვრამ დააზიანა.

შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს ცენტრალურ იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics