2015-01-11 13:58:13, 576 ნახვა
საზოგადოება
ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის სრული გაწმენდა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მოხერხდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.
ადგილზე არსებულ მდგომარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე პირადად აკონტროლებენ.
ამ მომენტისთვის უკვე გაწმენდილია ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი და პარალელურად მისი გაგანიერების სამუშაოები ხორციელდება. გზის სრული გაწმენდა სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მოხერხდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან