14:58 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 09:45:51, 734 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი სამხედროს დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად დაფარავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგით აკოპ მალხასიანის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურის, რიგით აკოპ სამველის ძე მალხასიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს.

რიგითი მალხასიანი 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

რიგითი აკოპ მალხასიანის 2015 წლის ნოემბრის თვიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics