17:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 14:36:58, 2390 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში „თალიბანის“ მებრძოლები ჰელმანდის ადმინისტრაციულ ცენტრში შეიჭრნენ

ავღანეში თალიბი მებრძოლები ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქაარგაჰში შევიდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, “თალიბანმა” ქალაქის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შეტევა განახორციელა.

მედიის ცნობით, ქალაქში დაკეტილია აეროპორტი და მაღაზიები, გარეუბნებში კი შეტაკებები მიმდინარეობს.

ლაშქარგაჰის ჩრდილოეთ ნაწილში მდებრე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ააფეთქა.

როგორც BBC-ი ჰელამნდის პროვინციის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ თალიბებმა ბოლანის რაიონი დაიკავეს და ქალაქის ცენტრისკენ მიემართებიან.

მედიის ინფორმაციით, ჰელმანდი თალიბებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინციაა, რადგან იქ ოპიუმს აწარმოებენ, რომლის ვაჭრობითაც მოძრაობის საქმიანობა ფინანსდება.

ჰელმანდის პროვინციაში წლების განმავლობაში ნატო-ს ძალებსა და თალიბებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. 2014 წელს ალიანსმა პროვინციაზე პასუხისმგბელობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადააბარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics