13:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 11:18:46, 2419 ნახვა

მსოფლიო
სირიაში ქურთების ქორწილში მომხდარ აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰასაკაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქურთების ქორწილში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 30-მდე ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ იფნორმაციას სააგენტო Sana ავრცელებს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 90-მდე ადამიანმა მძიმე სახის დაზიანებები მიიღო. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. 

აფეთქება ქალაქ ჰასაკასა და ქამიშლის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე შენობაში მოხდა.

დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულ სააგენტო Amaq-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქება თვითმკვლელმა მებრძოლმა განახორციელა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ცნობისთვის, ჰასაკას რეგიონის უმეტეს ნაწილს ქურთები აკონტროლებენ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics