02:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 18:20:47, 1085 ნახვა

კომენტარი
პაატა საბელაშვილი: მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან მართებული გადაწყვეტილება მიიღო

მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტის პაატა საბელაშვილის შეფასებით,  მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ,  როგორც სასამართლომ დაადგინა, მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის,  პირს პატიმრობა აღარ შეეფარდება:

"ეს არის ძალიან მართებული გადაწყვეტილება. ჩვენ რამდენიმე საქმე შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში და დიდი მოლოდინი გვაქვს,  რომ საკონსტიტუციო სასამართლოს  მალე შეეძლება მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება იმისათვის, რომ  მოხდეს ამ საქმეებზე განაჩენების გაოტანა. განაჩენებს ელოდება  ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც სხედან ციხეში და სასჯელს იხდიან მოხმარების გამო. ამიტომ, იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლო გააგრძელებს იმ კურსს, რომელიც მან დაიწყო 2015 წლის 24 ოქტომბერს ბექა წიქარიშვილის საქმეზე გამოტანილი  გადაწყვეტილებით, ასევე ვიტოვებთ იმედს, ყველა ის დანარჩენი საქმე სხვა ნივთიერებების ოდენობებთან დაკავშირებით და კიდევ ბევრი სხვა მუხლით არის ჩვენგან სარჩელები, მალე დაკმაყოფილდება",- განუცხადა პაატა საბელაშვილმა "ექსპრესნიუსს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics