12:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 13:40:42, 811 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრები დააჯილდოვეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო წარმომადგენლობის ოფისის წევრთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს მხარდაჭერის მისიის (UNAMA) უფროსმა სამხედრო მრჩეველმა და ამჟამად უკვე საქართელოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სამხედრო წარმომადგენლობის ოფისის წევრებს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დაჯილდოვდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებიც გიორგი თუხარელი და ლევან დგებუაძე. ავღანეთში საქართელოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისი 2013 წლიდან მუდმივად ფუნქციონირებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრების მთავარ საქმიანობას ავღანეთში ქართული კონტიგენტის საინფორმაციო მხარდაჭერა წარმოადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics