2015-03-12 19:36:47, 863 ნახვა
სხვადასხვა
კახა კუკავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
ცნობისთვის, მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი, ლადო სადღობელაშვილი სამართალდამცველებს გადაყავდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამ დროს მოხდა კახა კუკავასა და სადღობელაშვილს შორის კამათი, რამაც გამოიწვია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის დაკავება. კუკავა შინაგას საქმეთა სამინისტროში პირად საქმეზე იმყოფებოდა. ის მოგვიანებით სახდელის დაკისრების შემდეგ გაანთავისუფლეს, თუმცა სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან