11:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 13:21:07, 336 ნახვა

პოლიტიკა
ბრაზილიამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

ბრაზილის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ბრაზილიასა და საქართველოს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის დამყარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მასში აღნიშნულია, რომ ბრაზილიამ და საქართველომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეღავათიან სავიზო რეჟიმი დაამყარეს. ტურისტული და ბიზნეს მიზნებით ბრაზილიაში მიმავალი საქართველოს მოქალაქეები 180 დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში უვიზოთ ყოფნას შეძლებენ. ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეებისათვის საქართველოში. ბრაზილიის მხრიდან შეთანხმებას ხელი 2015 წლის 10 აპრილს მოეწერა. ბრაზილიას მსგავსი სავიზო რეჟიმი მსოფლიოს 81 ქვეყანასთან ააქვს.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველომ და ბრაზილიამ ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობა საგრძნობლად გააღრმავეს. ორივე ქვეყანაში გაიხსნა საელჩოები, ვაჭრობა კი ბოლო 10 წლის განმავლობაში 228%-ით გაიზარდა. ბრაზილია მყარად უჭერს საქართველოს და მის პოზიციებს მხარს ყველა საერთაშორისო არენაზე, მათ შრის გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოზე.

ბრაზილიაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ოფიციალურად გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ბრაზილიურ მხარეს, მინისტრის მოადგილეს კარლო ალბერტო სიმას მაგალიაისს. შეხვედრაზე ასევე  განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები. აღინიშნა, რომ ხსენებული შეთანხმების გაფორმება წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია როგორც სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics