11:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 16:30:24, 362 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში ერთკვირიანი ტენდერები გამოაცხადონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში ერთკვირიანი ელექტრონული ტენდერები გამოაცხადონ.

„მინდა განვიხილო თქვენთან ერთად დოლარის კურსის გამო ტენდერების მიმდინარე ჩავარდნა და სასწრაფოდ ერთობლივი ზომები უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, ამასაც მარტივად მოვაგვარებთ. საჭიროების შემთხვევაში, მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ თქვენ გაქვთ სრული უფლება გამარტივებული ერთ კვირიანი ელექტრონული ტენდერები გამოცხადოთ, ან პირდაპირ შესყიდვის ნებართვა ითხოვოთ. რა თქმა უნდა, პროექტების შესრულებაზე მენარდეები ინტერესებზე და არა მათ დაჯარიმებაზე ფიქრი იქნება აქ მთავარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მუნიციპალიტეტების ხელმღვანელებს მიმართა, რომ რეგიონების განვითარების და სოფლის მხარდაჭერის საბიუჯეტო ფონდების ფარგლებში, პროექტები სამინისტროში დროულად წარადგინონ დასამტკიცებლად და ახალი თანხების გამოსაყოფად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics