12:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 13:53:05, 1902 ნახვა

მსოფლიო
დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს როსგვარდიის მებრძოლი დაიღუპა

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს როსგვარდიის მებრძოლი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

ცენტრის ცნობით, შეტაკების დროს კიდევ 2 სამხედრო დაშავდა.

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, სამართალდამცველებმა ორი ადამიანი მოკლეს, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, “ბანდიტური ჯგუფის წევრები" იყვნენ და "ტერორისტული მიმართულების საქმიანობას ეწეოდნენ”.

უწყების ცნობით, სოფელ სამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში აღმოჩენილია მებრძოლების თავშესაფარი. შეტაკების ადგილზე სამართალდამცველებმა ავტომატი და საბრძოლო აღჭურვილობა აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, დაღესტანის მაგარამკენტის რაიონში უკვე მეორე დღეა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics