02:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 13:16:45, 1988 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ დონეცკის ოლქში, ქალაქ სვიატოგორსკთან 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" წერს.

მედია საშუალების ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტები ე.წ. "კანონიერი ქურდის", ლიოხა კრასნოდონსკის სახელით ცნობილი ალექსეი სალნიკოვის დაკრძალვის დროს დააკავეს.

სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებები "უკრაინაში მათი ყოფნის კანონიერების შესამოწმებლად" განხორციელდა.

ამასთან, პოლიცია მათ სეპარატისტებთან შესაძლო კავშირს შეამოწმებს. დაკავებულთაგან ზოგიერთს ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი აღმოაჩნდა. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არიან რუსეთისა და მოლდოვის მოქალაქეები.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, თავად სალნიკოვი 25 აგვისტოს ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics