04:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 14:50:31, 1628 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში გაუჩინარებულ 2 ვერტმფრენსა და 25 სპეცრაზმელს ეძებენ

თურქეთში გაუჩინარებულ 2 ვერტმფრენსა და 25 სპეცრაზმელს ეძებენ, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Hurriyet იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მარმარისში  პრეზიდენტ ერდოღანზე თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა გეგმის ჩაშლის შემდეგ, მათ გეზი შეცვალეს და ტყეს შეაფარეს თავი.

ამჟამად სპეცრაზმელებს თურქი სამხედროები ეძებენ.

ცნობისთვის, 15 ივლისს, გვიან საღამოს სამხედრო  გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მარმარისში ისვენებდა. ამბოხის დაწყების შემდეგ ის სტამბოლში გაემგზავრა.

როგორც მოგვიანებით ერდოღანმა განაცხადა, მარმარისიდან მისი გაფრენის შემდეგ, დაიბომბა სასტუმრო, სადაც მანამდე პრეზიდენტი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსი სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რასაც 290-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics