00:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-17 11:32:21, 1706 ნახვა

მსოფლიო
აშშ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან  ამერიკის კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.   აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ჯონ  კერის თქმით,  გადატრიალების მცდლეობაში  ვაშინგტონის  როლზე საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს. ჯონ კერიმ  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მორიგ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ  აშშ მზადაა, თურქეთის ხელისუფლებას გამოძიების პროცესში დაეხმაროს. კერის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს  თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ  ხელისუფლებას. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ  ანკარას მოუწოდებს, გამოძიება კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით აწარმოოს.

განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც და თურქეთში  დემოკრატიულად არჩეული მთავრობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics