20:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 03:30:04, 1389 ნახვა

მსოფლიო
ობამა და კერი: ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას

"ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, რათა თავიდან აიცილონ ძალადობა და სისხლისღვრა" - ამის შესახებ ბარაქ ობამა და ჯონ კერი შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თურქეთში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი. 

ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics