16:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 17:35:01, 1589 ნახვა

მსოფლიო
ნიცაში თავდამსხმელის ლიკვიდაციის ამსახველი კადრები გავრცელდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ნიცაში, თავდამსხმელის ლიკვიდაციის ამსახველი კადრები გავრცელდა.

ვიდეო სავარაუდოდ, მობილური ტელეფონით არის გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ უახლოვდებიან ფრანგი სამართალდამცველები თავმდასხმელის ავტომანქანას და ცეცხლს უხსნიან.

ცნობისთვის, გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. იგი ათეულობით ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამასთან, ათობით ადამიანი დაშავდა, მათგან 18 კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აღნიშნული ტრაგედიის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი სამი თვით გაახანგრძლივა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics