14:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 16:03:36, 1366 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პრემიერი: სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზების მთავარი პირობა ბაშარ ასადის წასვლაა

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზების მთავარი პირობა ბაშარ ასადის წასვლაა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ილდირიმის განმარტებით, ასადის გადადგომის გარეშე სირიაში არაფერი შეიცვლება.

ამასთან, როგორც თურქეთის პრემიერმა აღნიშნა, სირიის პრეზიდენტმა შექმნა პირობები, რომელთა საფუძველზეც რეგიონში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" წარმოიქმნა.

"სანამ ასადი რჩება, პრობლემა არ გადაწყდება. მოვლენ სხვა ტერორისტული დაჯგუფებები, რადგან საქმე სირიის რეჟიმს ეხება, მან მოახდინა ამ დაჯგუფებების წარმოქმნის პროვოცირება", - განაცხადა ილდირიმმა.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარას სირიასა და ერაყთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს. ამასთან, ოფიციალურმა თურქეთმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გაუსვა ხაზი.

ილდირიმის თქმით, ეს ქვეყნები სტაბილურები უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით დასრულდეს.

ცნობისთვის, ილდირიმმა პრემიერის პოსტი მიმდინარე წლის მაისში დაიკავა. მას შემდეგ მან ბევრჯერ აღნიშნა, რომ თურქეთს უფრო მეტი მეგობარი უნდა ჰყავდეს, ვიდრე მტერი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics