23:30 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 12:39:46, 353 ნახვა

პოლიტიკა
მღებრიშვილის ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში დაახლოებით, 11 ციხის დირექტორი შეიცვალა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში დაახლოებით, 11 ციხის დირექტორი შეიცვალა.

მისივე განმარტებით, აქედან ნაწილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ამასთან, მღებრიშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში ევროპულ მოდელზე გადაეწყობიან და  ის ადამიანები, რომლებიც სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ გაუძლებენ, თანამდებობებს დატოვებენ.

„დაახლოებით 11 დაწესებულების დირექტორი შეიცვალა.  ზოგმა თავისი განცხადებით  დატოვა თანამდებობა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.  ზოგი მიდის,  ზოგი მოდის. რეფორმის ფარგლებში ჩვენ გადავეწყობით ევროპულ მოდელზე და ვინც,  ასე ვთქვათ,   გაუძლებს იმ გამოწვევებს,  რაც ჩვენს წინაშე დგას, ის დარჩება ჩვენთან.  ვინც  არადა, პრობლემა არ არის წავა“,- განაცხადა გიორგი  მღებრიშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მღებრიშვილის თქმით, ეს საკითხი განხილვის პროცესშია და სწორედ განხილვის შემდეგ მიიღებენ  გადაწყვეტილებას, სად შეიძლება დაიზოგოს თანხა.

„ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ამ თემაზე მუშაობა მიდის“,-განმარტა გიორგი მღებრიშვილმა.

აღნიშნული განცხადება გიორგი მღებრიშვილმა თბილისის პრობაციის ბიუროს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობის გახსნის შემდეგ გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics