12:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 17:22:34, 1191 ნახვა

მსოფლიო
ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 17 პირი დააკავეს

თურქეთში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 17 პირი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, თავდასხმასთან შესაძლო კავშირებისთვის ამ დროისთვის 30 ადამიანია დაკავებული.

ცნობისთვის, გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინმალი ილდირიმის ცნობით, პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ თავდასხმის უკან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ბოლო მონაცმებით, ტერაქტის შედეგად 43 ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics