12:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 21:02:55, 1158 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური შეზღუდვები გაუუქმა

რუსეთმა თურქეთს სპეციალური ეკონომიკური შეზღუდვები გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას "კრემლის" საიტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა ბრძანებას თურქეთთან მიმართებაში შეზღუდვების მოხსნის შესახებ.

ასევე, რუსეთის მთავრობას დაევალა მიიღოს ზომები თურქეთსა და რუსეთს შორის ჩარტერული გადაზიდვების აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის დავალებით, უნდა გაუქმდეს 2015 წლის 28 ნოემბრის ბრძანებაში პუნქტი თურქეთთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ, რომელიც ზღუდავდა ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების მიერ თურქეთის საგზურების გაყიდვას.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, გამართოს მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასთან საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ქვეყნებს შორის.
ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics