11:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 12:02:28, 1363 ნახვა

მსოფლიო
მარტინ შულცი: ახლა ნათელია, რომ დიდი ბრიტანეთი თავისი გზით წავა

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი დიდი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.

როგორც შულცმა აღნიშნა, ევროკავშირი რეფერენდუმის შედეგებისთვის კარგად მომზადებულია, თუმცა ის ბრიტანელების გადაწყვეტილების გამო წუხს.

ამასთან, შულცი გამორიცხავს, რომ “ბრექსითი” ევროკავშირში “დომინოს ეფექტს” გამოიწვევს. მისი თქმით, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურასთან დაკავშირებით ბრიუსელი ლონდონთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

„დიდ ბრიტანეთთან სერიოზულ მოლაპარაკებებს გავმართავთ. მასთან ურთიერთობა როგორც “მესამე ქვეყანასთან” გვექნება. ახლა ნათელია, რომ დიდი ბრიტანეთი თავისი გზით წავა”, - განაცხადა მარტინ შულცმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics