11:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 11:18:03, 1472 ნახვა

მსოფლიო
ხმების დათვლა დასრულდა - დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს.

მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.

გასვლის ყველაზე მეტი მხარდამჭერი ინგლისსა და უელსში დაფიქსირდა, ევროკავშირში დარჩენის კი - ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიაში.

მოსახლეობის აქტივობამ 71,8 პროცენტი შეადგინა, შესაბამისად, რეფერენდუმში 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ეს დიდ ბრიტანეთში 1992 წლიდან არჩევნებზე აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, ბრიტანული ფუნტის კურსი დოლართან მიმართებაში 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ფუნტი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics