02:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 18:39:18, 646 ნახვა

სამხედრო
გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2016-2017 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება დაიწყო

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2016-2017 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება დღეს დაიწყო. სამხედრო სასწავლებელში მიღების პირველ დღეს უკვე 50-მდე განაცხადია შესული, მათ შორის 7 აპლიკანტი გოგონაა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს სიახლით ხვდება. წელს პირველად, სასწავლებელში გოგონებს იღებენ.

ლიცეუმში საბუთების მიღება 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პარალელურად კი, აპლიკანტებს ფიზიკური და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების ჩაბარება მოუწევთ.

ფიზიკური ტესტი 60 და 2000 მეტრ დისტანციებზე სირბილსა და ღერძზე მიზიდვას მოიცავს. ტესტებში აღებული ქულების მიხედვით ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

ლიცეუმი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. წელს ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 126 მოსწავლით განისაზღვრება, რომელთაგან 106 ვაჟი, ხოლო, 20 - გოგონა იქნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics