01:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 17:46:44, 573 ნახვა

სამხედრო
ჩეხეთში ავიაციისა და საჰარეო ძალების სარდლობის წარმომადგენლების ვიზიტი გაიმართა

ქართული სამხედრო ავიაციის განვითარების მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკას საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი და სარდლობის ორი სამხედრო მფრინავი ეწვივნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქართველი სამხედრო მფრინავები ახლადწარმოებული ჩეხური საჰაერო ტექნიკის - L-39NG-ს ტიპის თვითმფრინავების შესაძლებლობებს გაეცნენ და „Aero Vodohody” აეროდრომზე ჩეხეთის საჰარეო ძალების მფრინავ-გამომცდელებთან ერთად, L-39NG-ით სადემონსტრაციო გამოცდა/ფრენები განახორციელეს.

უწყების ცნობობით, პროექტი მიზნად ისახავს L-39 ტიპის თვითმფინავების მოდერნიზებას ახალი ნატოს სტანდარტების შესაბამის ავიონიკაზე და ახალ ამერიკული წარმოების FJ-44-4M ძრავებზე გადასვლას, ასევე თვითმფინავის ფრენის დროის და სიშორის გახანგრძლივებას.

L-39NG-ს თვითმფინავის პირველი წარდგენა გასულ წელს საფრანგეთში, საავიაციო გამოფენა „LE BOURGET“-ზე, ხოლო პირველი სატესტო გაფრენა სექტემბერში ჩეხეთში, ქალაქ ოსტრავაში „ნატოს დღეების“ ფარგლებში განხორციელდა.

ავიაციისა და საჰაერო ძალების დელეგაცია ქალაქ პარდუბიცეში მდებარე სიმულაციურ ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ქართველ სამხედრო მფრინავებს შესაძლებლობა ჰქონდათ L-39 NG-ს სიმულატორებზე ეფრინათ. სიმულაციურ ცენტრში სტუმრობისას ქართულმა მხარემ ჩეხი კოლეგებისგან საქართველოში L-39NG და UH-1H შვეულფრენის სიმულაციური ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით შეთავაზებაც მიიღო. ერთობლივი მუშაობა ჩეხეთის და საქართველოს საჰაერო ძალების დაახლოებასა და ჩეხეთის ნატოში ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics