19:58 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 17:29:27, 1222 ნახვა

მსოფლიო
„ევრო 2016“ შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე იყოს

გერმანიის სპეცსამსახურებმა საფრანგეთი შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილეს, - ამის შესახებ Süddeutsche Zeitung იუწყება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმების სერიის მოწყობას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობის დროს გეგმავს, რომელიც საფრანგეთის ქალაქებში 10 ივნისიდან 10 ივლისის პერიოდში იგეგმება.

როგორც გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჰანს მასენი აცხადებს, „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე „ევრო-2016-ია“. თუმცა, მისივე თქმით, ტერორისტების კონკრეტული გეგმების შესახებ დაზვერვას ინფორმაცია არ აქვს.

მასენი ევროპელებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს და ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით, შეერთებული შტატების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე მიუთითებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics