2016-05-26 22:18:05, 1172 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი "რესპუბლიკური" პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის გარანტირებული კანდიდატი იქნება
მილიარდერმა ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დასახელებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა მოაგროვა. მას უკვე იმაზე მეტი დელეგატის მხარდაჭერა აქვს, ვიდრე საჭიროა, რომ ტრამპი პრეზიდენტობის გარანტირებული კანდიდატი გახდეს.
საკმარისი დელეგატის მხარდაჭერიდან გამომდინარე, დონალდ ტრამპი "რესპუბლიკური" პარტიიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტობის გარანტირებული კანდიდატი იქნება.
"რესპუბლიკური" პარტიის ყრილობა, რომელზეც საბოლოო კანდიდატი უნდა წარადგინონ, კლივლენდში ივლისის მეორე ნახევარში ჩატარდება, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს კი ამერიკელები 8 ნოემბერს აირჩევენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან