06:01 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 09:39:36, 1080 ნახვა

სამართალი
შსს-მ სენაკში უკანონო იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში უკანონო იარაღი ამოიღო.

უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1943 წელს დაბადებული გივი ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სენაკში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისგან კუსტარულად დამზადებული იარაღი, 545 საბრძოლო ვაზნა, 5 მჭიდი, 11 ელექტროკაფსულ-დეტონატორი, 4 ჭურვი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics