23:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 12:22:40, 786 ნახვა

სამართალი
მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება, ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ თუ რა საკითხზე გაიმართება ბრიფინგი.

სავარაუდოდ ბრიფინგი რომელიმე გახმაურებულ საქმეზე გაიმართება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ რამდენიმე საქმეზე ისაუბრა, მათ შორის მან ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ საქმესთან დაკავშირებით ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს. შოთაძემ ასევე ისაუბრა ეროსი კიწმარიშვილისა და ბიძინა კუჭავას საქმეებზეც, მისი თქმით ამ საქმეებზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. მან ფარული კადრების გავრცელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელ კოლეგებს 20-მდე შუამდგომლობა გადაეგზავნა.

არ არის გამორიცხული ბრიფინგი ამ საქმეებიდან რომელიმეს შესახებ, - ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე გაიმართოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics