2016-04-16 09:50:30, 822 ნახვა
სამართალი
შიდა ქართლში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს
შიდა ქართლში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს.
„შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა, ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
სულ ჩაბარებულია: 1 სანადირო თოფი, 2 გადაჭრილი თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 3 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 281 საბრძოლო ვაზნა, 11 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, სხვადასხვა ტიპის 9 ხელყუმბარა, 3 ჭურვი და 3 ამფეთქი ფალია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირები თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან