|
2016-04-09 20:18:30, 740 ნახვა
სამართალი
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი: ვადასტურებ, რომ მოწმეები არიან როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლები
"ვადასტურებ, რომ მოწმეები არიან როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლები", - ამის შესახებ განცხადება კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის დაწყების წინ გააკეთა. "მოწმეების იდენტიფიცირება ჩემს მიერ ვერ მოხდება, არის მოწმეების პირდაპირი ჩვენებები და არის ნივთმტკიცებები, რაც ერთობლივად ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რაც საჭიროა როგორც ბრალის წარსადგენად, ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ვადასტურებ, რომ არიან როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლები," - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ. ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი გუშინ დააკავა. მათ აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)