14:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 16:23:02, 688 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რუსთავის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ

ნატოს კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქალაქ რუსთავის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფროსკლასელებს სასწავლო ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორმა თენგიზ ციხისთავმა მიაწოდა.

უწყების ცნობით, ვიზიტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის მიწოდებას, თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას ქართველი ჯარისკაცები.

ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ინფორმაცია, თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას ქართველი ჯარისკაცები.

შეხვედრის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. მოსწავლეები სიმულაციური სროლის კლასსაც ეწვივნენ და M4 ტიპის სასწავლო იარაღიდან გაისროლეს.

ნატოს კვირეული 4 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც ესტუმრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics