2026-03-26 17:08:27, 639 ნახვა
პოლიტიკა
აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო მარიამ მაძღარაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 3 პროცესი გაიმართა. 1 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
- მარიამ მაძღარაშვილი - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე ნინო ენუქიძე
- ნიკა ბერიძე - სიტყვიერი გაფრთხილება - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე
- მიხეილ ნაყეური - სიტყვიერი გაფრთხილება - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე
დღეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ პაატა ალავერდაშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას 8 მარტს "პოლიციელის შეურაცხყოფას" ედავებოდნენ. დაკავების შემდეგ ალავერდაშვილმა 2 დღე იზოლატორში უკვე გაატარა, ამიტომ მას 2 დღეში გაათავისუფლებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,