15:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-28 10:31:59, 5287 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის დელეგაცია ფლორიდაში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის შეხვედრაში.-  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ, სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.

28 დეკემბრის ღამეს, კისლიცამ გამოაქვეყნა თვითმფრინავის ფოტო, რომელზეც ფიუზელაჟზე აშშ-ის პრეზიდენტის სახელი იყო დაწერილი.

„საღამო მშვიდობისა, ფლორიდა!“ - დაწერა მან.

ერთი დღით ადრე, ზელენსკიმ გამოყო ხუთი თემატური სფერო, რომლებიც განხილული იყო „სამშვიდობო გეგმის“ მოლაპარაკებებში და რომელთა განხილვაც მას აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სურს.

ის ასევე მიიჩნევს, რომ ვაშინგტონს ახლა უკეთ ესმის უკრაინის „წითელი ხაზები“ ომის დასრულების პარამეტრებთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics