2016-03-28 12:01:31, 614 ნახვა
სამართალი
შსს-მ მურმან დუმბაძის ძმისა და მეზობლების გაქურდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში დამოუკიდებელი დეპუტატის მურმან დუმბაძის ძმისა და მეზობოლების გაქურდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოეფლ ქვედა სამებაში მურმან დუმბაძის ძმის ოჯახი გაქურდეს. ამავე სოფელში ქურდობის კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა. მოპარულია ავტომობილი, ფული და ტექნიკა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან