12:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 16:11:51, 996 ნახვა

მსოფლიო
ირანული მედია - პენტაგონი ერაყში კონტინგენტის გაზრდას გეგმავს

ირანული მედიის ინფორმაციით, პენტაგონი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში კონტინგენტის გაზრდას გეგმავს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, ამერიკელები მოსულის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებისთვის ემზადებიან.

მათივე ცნობით, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა ჯოზეფ დანდფორდმა განაცხადა, რომ ერაყში კონტინგენტის გაზრდა იგეგმება.

„ჩვენ მთელი რიგი რეკომენდაციები გვაქვს, რომლებიც პრეზიდენტთან უნდა განვიხილოთ. ეს ერაყის უშიშროების ძალების შემდგომ მხარდაჭერას ეხება“, - განაცხადა გენერალმა.

მისივე თქმით, პენტაგონი კონტინგენტის გაზრდას გეგმავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ არაა მიღებული. 

ერთ-ერთი ადგილობრივი მედია საშუალების ინფორმაციით, პენტაგონის კონტინგენტმა ერაყში უკვე 3 870 სამხედროს გადააჭარბა. კიდევ ერთი ადგილობრივი მედია 5 ათას სამხედროზე წერს.

სამხედრო ექსპერტების თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსულის გათავისუფლებას გულისხმობს, რადგან დედაქალაქი ნავთობის ცენტრად მიიჩნევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics