12:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 16:03:54, 687 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის 1 მარტისთვის 14.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საბანკო სექტორში  განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის 1 მარტისთვის 14.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 73.8 მლნ ლარით ანუ 0.5% მეტია პირველი თებერვლისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით). 

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 35.5 მლნ ლარით ანუ 0.4% (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.2 %), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 38.3 მლნ ლარით, ანუ 0.6 % გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით).   

ეროვნული ბანკის ინფომრაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1 მარტისთვის 28.21% შეადგინა - 1 თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით 0.45 % პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.41 % პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.8 %, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.9 %.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6 %, ხოლო ევროს წილმა 15.4% შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics