15:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 13:28:22, 604 ნახვა

სამხედრო
ქართველი სამხედროები ავღანეთის მისიაში "დელტაში" წარმოებული ჯავშანჟილეტებით მიიღებენ მონაწილეობას

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის ოცეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესასრულებლად მიემგზავრება.

ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებას სსსტც "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ქართული მოდულური ჯავშანჟილეტების და ტაქტიკური ჩაფხუტების უახლესი მოდელები სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით დამზადდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics