13:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-21 10:07:31, 583 ნახვა

პოლიტიკა
CNN: მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა დროებით გადაიდო

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ აღარ გაიმართება მიმდინარე კვირაში შეხვედრა, თუმცა, CNN-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს განსხვავებული მოლოდინები ჰქონდათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლო დასრულების მიმართ. 

მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრა უნდა ყოფილიყო მოსამზადებელი ეტაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშია დაგეგმილი.

გუშინ, 20 ოქტომბერს სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. CNN-ს საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ უთხრა, რომ მათ შორის შესაძლოა ამ კვირაში კვლავ გაიმართოს სატელეფონო საუბარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics