|
2015-02-18 11:20:49, 740 ნახვა
ეკონომიკა
2015 წლის იანვარში საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 385 ერთეული შეადგინა
2015 წლის იანვრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 385 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარუ- ლი პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზო- გადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფი- ლიალი), ხოლო 3.3% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასა- მეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზ- ნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.773 დონეზე დაფიქსირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ა.წ. იანვარში კლება დაფიქსირდა როგორც წინა წლის იმავე თვესთან (12.8%-ით), ისე წინა თვესთან (15.6%-ით) შედარებით. მსგავსი კლება უჩვეულო არაა, რადგან სეზონურად იანვრის თვე ბიზნესის რე- გისტრაციის ასპექტით მინიმალური აქტიურობით გამოირჩევა. 2015 წლის იანვრის თვეში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 13.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 5.1%-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებითაც: იანვრის თვეში რეგისტრირებული სა- მეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 15.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 28.8%-ით შემცირდა. ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ- მეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.770 და 0.874 დონეებზე დაფიქსირდა. ა.წ. იანვრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (1 823 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 53.9%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 395 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 41.2%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.1% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 111 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 46 კოოპერატივი, 7 სააქციო საზოგადოება და 3 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)