10:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-13 10:18:20, 1219 ნახვა

მსოფლიო
ჰამასის მიერ გათავისლუფებული პირველი 7 ტყვე ისრაელის სამხედროებს გადაეცათ

ჰამასმა მძევლები - მატან ანგრესტი, ძმები გალი და ზივ ბერმანები, ალონ ოჰელი, ეიტან მორი, ომრი მირანი და გაი გილბოა-დალალი - ღაზა სითიში წითელი ჯვრის პერსონალს გადასცა. შემდეგ წითელმა ჯვარმა ისინი ისრაელის ჯარებთან მიიყვანა.

მძევლები ამჟამად ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ რეიმის მახლობლად მდებარე არმიის ბაზაზე გადაჰყავთ, სადაც ისინი სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას გაივლიან, სანამ ოჯახებს შეუერთდებიან.

სულ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ჰამასის ტერორისტები დღეს 20 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავენ.

ამავდროულად, ისრაელი ჰამასისთვის ბოლო ორი წლის ომის დროს 250 პალესტინელი პატიმრისა და 1700-ზე მეტი დაკავებულის გადასაცემად ემზადება. „როიტერის“ ცნობით, ზოგიერთი მათგანი უკვე ციხეებიდან ავტობუსებში გადაჰყავთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics