23:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-02 12:54:22, 1740 ნახვა

საზოგადოება
„კანდიდი“ - სკოლა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

სკოლა „კანდიდის“ ისტორია 1999 წლიდან იწყება, როდესაც დავით და მაია ქვრივიშვილებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ძალები განათლების სფეროსკენ მიემართათ. სახელწოდება ვოლტერის ნაწარმოების ინსპირაციით შეარჩიეს.

„ჩვენთვის „კანდიდს“ ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ის სიწმინდესა და სითეთრეს ნიშნავს“, - განმარტავს სკოლა „კანდიდის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მაია ქვრივიშვილი.

,,კანდიდი” არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება - ეს არის ადგილი, სადაც მოსწავლე საკუთარი შესაძლებლობების შეცნობას, პიროვნული ზრდის პროცესს და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას სწავლობს.

„ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო სისტემა აგებულია როგორც აკადემიურ, ისე არაფორმალურ აქტივობებზე. საათობრივი გაძლიერებული დატვირთვა და დამატებითი შეთავაზებები გვაქვს. მაგალითად, სამი ტიპის უცხოურ ენას ვთავაზობთ მოსწავლეებს; STEM-ის მიმართულების საგნებს გაძლიერებულად ვასწავლით; კემბრიჯის გამოცდებზეც გაგვყავს, რათა ენობრივი კომპეტენცია დაადასტურონ. გარდა ამისა, გვაქვს გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო სკოლები, გუნდური სამუშაო სივრცეები და ა. შ.“, - ამბობს მაია ქვრივიშვილი.

„კანდიდში“ განათლება გულისხმობს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ სწორი გადაწყვეტილებების მიღების, პროფესიული ორიენტაციის, გუნდური მუშაობისა და თვითშეფასების უნარების განვითარებას. პედაგოგები არ შემოიფარგლებიან საგნის სწავლებით - ისინი არიან მოზარდების განვითარების მეგზურები და ფსიქოლოგიურად გადამზადებული მენტორები.

„კანდიდში“ ბავშვებს ასწავლიან, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, შრომა შედეგს იძლევა და თითოეული წარმატება პირადი ძალისხმევის შედეგია. ამ პროცესში კი მასწავლებლები ქმნიან უსაფრთხო, მოტივაციურ და მზრუნველ გარემოს, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, იპოვოს საკუთარი ადგილი.

„ამ ყველაფრის მისაღწევად და განსავითარებლად ძლიერი ფინანსური პარტნიორის ყოლაა საჭირო; ჩვენ შემთხვევაში, ეს როლი თიბისიმ შეითავსა. უკვე წლებია, ფინანსურ საჭიროებებს თიბისის მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ. გარდა მოგებიანი პირობებისა, აღსანიშნავია სწრაფი რეაგირება და მომსახურების მაღალი დონე. თიბისი რომ არა, ფიზიკურად ვერ შევძლებდით აქამდე მოსვლას“.

ამ ეტაპზე, „კანდიდი“ ორ შენობას აერთიანებს. ორივე მათგანი ტექნოლოგიურადაა აღჭურვილი, რაც მაღალი დონის გაკვეთილების ჩატარებას უზრუნველყოფს.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics